|
2020-05-21 12:43:30, 1198 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი - საინტერესოა მოვისმინოთ პრემიერის ანგარიში, სად წავიდა და როგორ გაიხარჯა ის სახსრები, რომელსაც საკუთარ მოქალაქეებს პირდებოდა
საინტერესოა მოვისმინოთ პრემიერის ანგარიში, სად წავიდა და როგორ გაიხარჯა ის სახსრები, რომელსაც საკუთარ მოქალაქეებს პირდებოდა, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი 27 მაისს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წარდგენას პარლამენტის წინაშე. მისი თქმით, საინტერესო გავიგოთ როგორ აპირებს პრემიერი საერთაშორისო დახმარების უზრუნველყოფას, როცა საერთაშორისო პარტნიორები შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებენ. „ძალიან საინტერესო იქნება მოისმინონ ბატონი გახარიას დეტალური გეგმები და დეტალური ანგარიში, სად წავიდა და როგორ გაიხარჯა ის სახსრები, რომელსაც პირდებოდა საკუთარ მოქალაქეებს დასახმარებლად. გავიგოთ როგორ აპირებს ბატონი გახარია, მათ შორის საერთაშორისო დახმარების უზრუნველყოფას მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ მიიღოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც შესაძლებელს გახდის სწორედ იმას, რომ ამ დახმარებებს გზა გაეხსნა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსნებთ, რომ 27 მაისს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშით წარსდგება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)