|
2020-05-21 12:25:59, 1086 ნახვა
კომენტარი
თურნავა ტურიზმის უსაფრთხო კორიდორებზე - არ იქნება გასაკვირი თუ ჩვენ, ჩვენი ქართული წესები შევთავაზეთ მსოფლიოს
ჩვენ რასაც ვუყურებთ მთელი მსოფლიო, არ ელოდება გლობალური წესების დამტკიცებას და თავის ეროვნულ წესებს სთავაზობს სხვა ქვეყნებს და არ იქნება გასაკვირი თუ ჩვენ ჩვენი ქართული წესები შევთავაზეთ მსოფლიოს - ამის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან კარგ იტერაქციას ახორციელებს, რის გამოც ქართული წესები მსოფლიოს სხვა ქვეყნების წესებს არ იქნება მკვეთრად აცდენილი. „ვადასტურებ მზადყოფნას, მივიდეთ პარლამენტში და ყველა არსებულ კითხვას გავცეთ პასუხი. მოსახლეობას შევატყობინოთ კიდევ ერთხელ რა ნაბიჯები იქნა გადადგმული ეპიდემიასთან ბრძოლაში. რამდენად ეფექტურად ვიმოქმედეთ, რომ არ დაგვეშვა ეპიდემიის კატასტროფული გავრცელება და რა ნაბიჯებს ვდგამთ და გადავდგამთ მომავალში ეკონომიკური კრიზისის შერბილების მიმართულებით. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთნ, გვაქვს ძალიან მჭიდრო კონტაქტები და ვადევნებთ თვალყურს თუ რაზე მუშაობენ. ჩვენი ხედვა არანაირად არ იქნება აცდენილი მათ მიერ დამტკიცებული წესებიდან. ჩვენ რასაც ვუყურებთ მთელი მსოფლიო, არ ელოდება გლობალური წესების დამტკიცებას და თავის ეროვნულ წესებს სთავაზობს სხვა ქვეყნებს. თუმცა აქ დიდი აცდენა არ იქნება, რადგან სამუშაო მასალაზე წვდომა გვაქვს და კარგი ინტერაქცია გვაქვს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან. არ იქნება გასაკვირი თუ ჩვენ ჩვენი ქართული წესები შევთავაზეთ მსოფლიოს. ჩვენ გავქვს უნიკალური გამოცდიელბა მასობრივი კარანტინის და ამიტომ დიდი ინტერესით ისმენენ ჩვენ შეთავაზებებს“, - განაცხადა თურნავამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)