|
2020-05-21 11:29:10, 1145 ნახვა
კომენტარი
მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზად არის მივიდეს პარლამენტში და აქტუალურ კითხვებს, რომლებიც დაგროვდა საზოგადოებაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, გასცეს პასუხი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით. „ყველას გვესმის, რომ ქვეყანა 31 მარტიდან 22 მაისამდე ცხოვრობდა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს გარკვეულ დამატებით ვალდებულებებს მთავრობის მხრიდან. ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებაში არის დაგროვილი გარკვეული შეკითხვები, სხვადასხვა მიმართულებით მთავრობის მოქმედების შესახებ. საბოლოო ჯამში, ეს კითხვები ეხება იმას, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას ამ 2 თვის განმავლობაში და შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, ეს განმარტებები გავაკეთოთ პარლამენტის ტრიბუნიდან. მე უკვე გავუგზავნე წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა, ვინც ამ პროცესში ვიყავით ჩართულები, მივალთ პარლამენტში და ყველა იმ შეკითხვას, რაც არსებობს მთავრობის წინაშე, პასუხს გავცემთ,“ - განაცხადა გახარიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)