04:29 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-21 18:38:18, 796 ნახვა

საზოგადოება
დავით ყიფიანის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩამდე არსებული გზის მონაკვეთი დღეიდან 15 დღით დაიკეტება

მიწისქვეშა კომუნიკაციების მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთების რეაბილიტაციის მიზნით, დღეს 10:00 საათზე დავით ყიფიანის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩამდე არსებული გზის მონაკვეთი 15 დღით დაიკეტება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, წყალსადენის, კანალიზაციის ქსელებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას დიდუბის რაიონის გამგეობა და შ.პ.ს   ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ერთობლივად განახორციელებენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე სამანქანო და სავალი გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის კაპიტალურ შეკეთებას დიდუბის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში აღნიშნული ქუჩა ორ ეტაპად გადაიკეტება: 15 დღით გადაადგილება შეიზღუდება ყიფიანის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ხიდამდე, ხოლო მომდევნო 15 დღის განმავლობაში შეიზღუდება დავით ყიფიანის ქუჩა აკაკი წერეთლის გამზირამდე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics