09:51 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 20:56:41, 1205 ნახვა

საზოგადოება
ზახაშვილი - ჩვენი რეკომენდაციაა, თუ დასაქმებულის სამსახურში ყოფნის აუცილებლობა არ არსებობს, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობა განაგრძონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ თუ დასაქმებულის სამუშაო ადგილზე ყოფნის საჭიროება არ არსებობს, სამსახურებმა კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობა განაგრძონ.

როგორც მან აღნიშნა, გადატვირთული ავტოტრანსპორტი საფრთხედ დიდხანს დარჩება,

„სამსახურების უმრავლესობა ონლაინ რეჟიმზეა გადასული და თუ იძლევა ამის შესაძლებლობას სამსახური, რა თქმა უნდა, რეკომენდებულია ამ ტიპის მუშაობის გაგრძელება. თუ აუცილებელია თქვენი ფიზიკური ყოფნა ამა თუ იმ სამსახურში, სოციალურ თუ ადამიანურ თანადგომას გავუწიოთ ანგარიში. ვიღაც ადამიანებისთვის მისვლა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება უფრო მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთ ადამიანებს უნდა მიეცეთ უპირატესობა მოქალაქეების ურთიერთთანადგომით. ერთიანი მზა რეცეპტი როგორ უნდა იმუშაოს ავტოტრანსპორტმა, როგორ უნდა განისაზღვროს ადამიანთა პრიორიტეტები მე ჩავჯდე ტრანსპორტში თუ ვინმე სხვა, რა თქმა უნდა, არ არსებობს და ეს ყველაფერი მომავალში დახვეწას საჭიროებს. თუმცა, ერთი რასაც კორონა გვასწავლის, გადატვირთული ავტოტრანსპორტი დიდხანს დარჩება საფრთხედ. ჯერჯეორბით, თუ ამუშავდა საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი და მეტრო, უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად ნიღაბი ცხვირსა და პირზე აფარებული. კარგი იქნება თუ ხელებს ტრანსპორტით სარგებლობის მერე დაიბანთ ან დაიმუშავებთ სპირტის შემცველი ხსნარებით“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics