03:02 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-21 15:58:01, 646 ნახვა

საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის სანაპიროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შეფასებას იწყებს

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგსა და თევზების მარაგების შეფასებას იწყებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, კვლევების პირველ ეტაპს ბათუმში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაესწრო. 

უწყების ინფორმაციით, კვლევა მოიცავს თევზმჭერი გემის მეშვეობით სამეცნიერო ჭერების წარმოებას საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ყველა უბანზე.  
აღსანიშნავია, რომ საქართველოში საზღვაო კვლევებზე დაფუძნებული იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების სისტემური მონიტორინგი 12 წელზე მეტია არ წარმოებულა. 
ასევე, 12 წეილია სახელმწიფოს  არ განუხორციელებია შავი ზღვის სანაპიროს თევზების მარაგების შეფასებაც. მონიტორინგი მხოლოდ თევზის გადმოცლის ადგილებსა და სარეალიზაციო პუნქტებში წარმოებდა. 

იქთიოფაუნა წარმოადგენს საზღვაო ბიომრავალფეროვნების ერთადერთ კომპონენტს, რომლის რაოდენობრივ-ხარისხობრივი მონიტორინგი ზღვის გარემოში მიმდინარე ცვლილებების დაკვირვების საშუალებას იძლევა. 

გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში კვლევის მომდევნო ეტაპებს ოქტომბერსა და დეკემბერში განახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics