13:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 18:36:59, 1576 ნახვა

ეკონომიკა
ქართული წვენი ჩინეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტზე გავიდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული წვენი „კამპა“ ჩინეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტზე გავიდა.

სააგენტოს ხელშეწყობით კომპანიამ ჩინელ პარტნიორებთან ბიზნესკავშირები ჩინეთის უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე China Import Expo დაამყარა, ხოლო აზერბაიჯანელ შემსყიდველებთან მოლაპარაკებები Gulfood 2020 შედგა, რომელიც 2020 წლის თებერვალში ქ. დუბაიში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა კომპანიამ 20 ათასი ლიტრი წვენის ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანში, ხოლო ჩინეთში 3 კონტეინერი გაიგზავნა და ასევე, დაგეგმილია ივნისის დასაწყისში დამატებითი 3 კონტეინერის ექსპორტზე გატანა.

ამ ეტაპზე, ქართული კომპანია მოლაპარაკებებს კატართან და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში" მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics