|
2020-05-19 18:13:34, 1597 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე ოპონენტებს - თქვენთან დებატებისთვისაც მოვიცლით
ვიცი, რომ ზოგიერთს არ მოსწონს სხვისი გაკეთებული საქმე და წარმატება, თუმცა ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა ამ საზოგადოების ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა იყო, თქვენთან დებატებისთვისაც მოვიცლით“, - ასე მიმართა ბიუროს სხდომაზე ოპონენტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის ამოწურვისთანავე პარლამენტიც რეგულარულ რეჟიმს დაუბრუნდება. „კიდევ ერთხელ ნახეთ რას ამბობს კანონმდებლობა, რას ამბობს პარლამენტის რეგლამენტი. საგანგებო მდგომარეობის დროს, პარლამენტიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს და სხდომების რაოდენობა, მითუმეტეს ინფექციის გადადების საფრთხისას, უკიდურესად შეზღუდულია. ევროპული პრაქტიკაც მოვიკითხოთ და საზოგადოება ნუ შეგყავთ შეცდომაში. ნუ აფიქრებინებთ მოქალაქეებს, რომ იმ ინსტიტუტის წინააღმდეგ მუშაობთ, რომელსაც წარმოადგენთ. საგანგებო მდგომარეობის ამოწურვისთანავე პარლამენტიც რეგულარულ რეჟიმს დაუბრუნდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, საზედამხედველო ფუნქციასაც პარლამენტი ჯეროვნად შეასრულებს - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მივა და კოვიდ სიტუაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების და გეგმების სრული განხილვა შედგება, ასევე, მიღებული ზომებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დისკუსია დეპუტატების მიერ საკომიტეტო სხდომებზეც მოხდება. „საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტს რაც ევალებოდა და შეეძლო გაეკეთებინა. მესმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, შესაძლოა, უნდოდა ენახა ისეთი პარლამენტი, რომელიც პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის დროს უკიდურეს კონფრონტაციაში შევიდოდა მთავრობასთან, ისიც ვიცი, რომ ზოგიერთს, სუბიექტურად, შეიძლება არ მოსწონს სხვისი გაკეთებული საქმე და წარმატება - თავისი ცუდიც კი ურჩევნია, თუმცა ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა ამ პერიოდში არა თქვენთან ურთიერთობების გარკვევა, არამედ საზოგადოების ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა იყო. რასაკვირველია თქვენთან დებატებისთვისაც მოვიცლით“, - მიმართა ოპონენტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)