|
2020-05-19 17:59:28, 1388 ნახვა
კომენტარი
მათიკაშვილი - საქართველომ, ცოტა ხნის წინ, ძალიან დიდი ეპიდემია გამოიარა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა ერქვა
„საქართველომ ცოტა ხნის წინ ერთი ძალიან დიდი ეპიდემია გამოიარა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა ერქვა, რომელსაც საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2012 წელს შესაბამისი განაჩენი გამოუტანეს“, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს. მისივე თქმით, ახალმა კორონავირუსმა 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა საქართველოში, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნამ შეიწირა ასობით ადამიანის სიცოცხლე, ათასობით დასახიჩრდა და დაიკარგა საქართველოს ტერიტორიის 1/3. „დღეს ამ პოლიტიკურ ძალას სურს, რომ ყოველგვარი სინანულის გარეშე გადაიაროს ამ ყველაფერმა, აქეთ გვასწავლი ჭკუას და აქეთ ასწავლის ხელისუფლებას როგორ მოიქცეს. სინამდვილეში, ყველაზე დიდი ეპიდემია, რა თქმა უნდა პოლიტიკური, ჩვენს რეალობაში არის „ნაციონალური მოძრაობა". კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ თქვენი პარტიული ინტერესის მიღმა არაფერი დგას - არც ადამიანთა სიცოცხლე, არც ჯანმრთელობა და არც არაფერი. თქვენთვის ერთადერთი კრიტერიუმი არის ვიწრო პარტიული ქულების დაწერე წინასაარჩევნოდ და თქვენ მეტი ინტერესი ამ კუთხით არ გაგაჩნიათ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)