|
2020-05-18 15:19:01, 1432 ნახვა
კომენტარი
მელია - თუ ოლიგარქი გიორგი რურუას პირადი ტყვეობიდან არ გამოუშვებს, 8 მარტის შეთანხმება არ აღსრულდება
თუ ოლიგარქი გიორგი რურუას პირადი ტყვეობიდან არ გამოუშვებს, 8 მარტის შეთანხმება არ აღსრულდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი სუბიექტი სწორედ გიორგი რურუა იყო. „ეჭვგარეშეა, რომ ოლიგარქს მოუწევს გიორგი რურუას გათავისუფლება. რატომ? მოდით დავფიქრდეთ და ლოგიკურად ვიმსჯელოთ. 8 მარტის შეთანხმების ვერ აღსრულების ბიძინა ივანიშვილს ხომ შეეშინდა. ამიტომაც გახდა იძულებული, რომ გაეთავისუფლებინა ბატონი ოქრუაშვილი და ბატონი უგულავა, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საგანი და ერთ-ერთი სუბიექტი ასევე გახდათ ბატონი გიორგი რურუა. თუ მას არ გამოუშვებს ციხიდან, მისი პირადი ტყვეობიდან, ეს შეთანხმება მაინც არ აღსრულდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსნებთ, რომ სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)