|
2020-05-18 11:05:37, 1031 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - ველოდებით, რომ რურუას გათავისუფლება მანამ მოხდება, სანამ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება ინიცირებული
ველოდებით, რომ რურუას გათავისუფლება მანამ მოხდება, სანამ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება ინიცირებული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ ამის მერე იქნება შესაძლებელი, რომ მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. „რურუა რჩება საპატიმროში და ჩვენ ველოდებით, რომ მანამ, სანამ ინიცირებული იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით, მანამდე მოხდება მისი გათავისუფლება. ამის მერე შესაძლებელი იქნება უკვე, რომ მხარი დავუჭიროთ ამ ვარიანტს, რაზეც 8 მარტს შევთანხმდით. გარდა ამისა, ვმუშაობთ იმაზე, რომ საარჩევნოდ მოხდეს ჩვენი პოზიციების დაახლოება, კოორდინირება, შეთანმხება 30 მაჟორიტარულ ოლქში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი მივა ბოლომდე და იქნება მიღებული“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)