|
2020-05-16 16:42:31, 1807 ნახვა
კომენტარი
კილაძე - პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, თუმცა ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც უკან ვერ დავაბრუნებთ
გვახსოვს, რომ რამდენიმე თვის წინაც იყო პრეზიდენტის ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ეს იყო სკანდალური შეწყალებები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწაყლების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ამჯერად „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ ისპეკულირებს, რომ ადგილი აქვს პოლიტპატიმრების დაკავებას. „ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან, რაც დამტკიცებულია სასამართლოს ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არ არიან. ჩვენ გვახსოვს, რომ რამდენიმე თვის წინაც იყო პრეზიდენტის ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ეს იყო რეალურად სკანდალური შეწყალებები. ჩვენ არ ვეთანხმებით, თუმცა ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც უკან ვერ დავაბრუნებთ ვერც ჩვენ და ვერც ქალბატონი სალომე. აჯობებს, კონცენტრაცია მოვახდინოთ იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდეს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება. ამით „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ ისპეკულირებს, რომ ვთქვათ, ადგილი აქვს პოლიტპატიმრების დაკავებას, ამასაც ვეღარ გააკეთებს სამომავლოდ. აჯობებს, ახლა მომავალზე გავაკეთოთ აქცენტირება, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც უკვე მიღებულა“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)