|
2020-05-16 12:12:00, 1786 ნახვა
საზოგადოება
თავისუფალი უნივერსიტეტისა და „თიბისის“ მხარდაჭერით Miami Ad School Tbilisi იხსნება
მსოფლიოს 15 ქალაქის შემდეგ, Miami Ad School-ის საერთაშორისო ქსელს სულ მალე Miami Ad School Tbilisi შეუერთდება. Miami Ad School Tbilisi და თავისუფალი უნივერსიტეტი, თიბისის მხარდაჭერით, სტუდენტებს ორწლიან საერთაშორისო სასერტიფიკატო პორტფოლიო-პროგრამას არტ-დაირექშენისა და ქოფირაითინგის მიმართულებით სთავაზობენ. სკოლა პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბრიდან მიიღებს. Miami Ad School-ის პროგრამა შემუშავებულია Learning by Doing-ის პრინციპით. საგნები განსაზღვრულია იმ დისციპლინების მიხედვით, რასთანაც მომავალში არტ-დირექტორებსა და ქოფირაითერებს მოუწევთ შეხება. ესენია: კონცეფციის შემუშავება, დიზაინი, ფოტოგრაფია, "ქოფი", ტიპოგრაფია და კომპიუტერული პროგრამები. ასევე, სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისეთი ვიწრო პროფილური საგნებიც გაიარონ, როგორიცაა: პრეზენტირების უნარები, ვიდეოგრაფია, Long copy და სხვა. სტუდენტები Miami Ad School Europe-სთან კოლაბორაციის ფარგლებში შემუშავებული პროგრამით ისწავლიან და სრულფასოვნად ისარგებლებენ იმ გლობალური ეკო-სისტემით, რომელსაც საერთაშორისო სკოლა მომხმარებლებს სთავაზობს. ორწლიანი საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები პირველ წელს თბილისში, კახა ბენდუქიძის კამპუსში, მომდევნო წელს კი Miami Ad School-ის ქსელის სხვა სკოლებში ისწავლიან, ასევე პრაქტიკას გაივლიან და რეალურ პროექტებზე იმუშავებენ მსოფლიოს წამყვან სარეკლამო სააგენტოებში. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები Miami Ad School Europe-ს გაცემულ სერტიფიკატს მიიღებენ. Miami Ad School Tbilisi-ს შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე - Miamiadschool.ge Miami Ad School-ის შესახებ კი შემდეგ ბმულზე -Miamiadschool.com
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)