|
2020-05-16 09:33:22, 1356 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა
სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გზები ამჯერად, ნაძალადევის რაიონში მოირეცხა. სპეციალური ხსნარებით ანაპის, რჩეულიშვილის, რომელაშვილის, ურეკისა და ისაკიანის ქუჩები დამუშავდა. სამუშაოები შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ჩაატარა. სადეზინფექციო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი სამუშაოები თბილისის ათივე რაიონში, დაახლოებით, 70 ქუჩაზე ჩატარდება. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. ღონისძიებების ფარგლებში, დეზინფექცია ასევე, უტარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)