12:12 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 22:59:18, 1878 ნახვა

საზოგადოება
11-18 მაისი – შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი კამპანია საქართველოში

აივ დადებით პირთა სათემო ასოციაცია „ბროწეული“ მესამედ უერთდება „აივ დადებით პირთა გლობალური ქსელის“ ორგანიზებულ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ მსოფლიო კამპანიას.
აივ ინფიცირებულთა თემმა ამ დღის აღნიშვნა 1983 წლიდან დაიწყო, ყოველწლიურად მსოფლიოში ათასობით ღონისძიება იმართება სათემო ორგანიზაციების მიერ. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება ცნობიერების ამაღლებასა და სტიგმა დისკრიმინაციასთან ბრძოლას. შიდისთ გარდაცვლილთა ხსოვნის დღე არის დრო როდესაც იხსენებენ ადამიანებს ვისი სიცოცხლეც შიდსის ეპიდემიამ იმსხვერპლა.
საქართველოში შიდსით 1 674 ადამიანი გარდაიცვალა, ყოველი მეხუთე ვისაც ეს დიაგნოზი დაუსვეს. აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი ქვეყანაში 9 400 ადამიანის შეადგენს, მათმა 42% მა ჯერ კიდევ არ იცის მისი აივ სტატუსი. გამოვლენილი 5 480 ადამიანია (58%), არვ(ანტი რეტრო ვირუსული) მკურნალობაზე 4597 (84%) იმყოფება, ვირუსული სუპრესია (არაგანსაზღვრადი ვირუსი) 4 070 (89%) აივ დადებით ადამიანს აქვს მიღწეული უფასო ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მიღებით. არაგანსაზღვრადი ვირუსი არაგადამდებია. მედიკამენტების ხელმისაწვდომობას ვირუსის გავრცელება მინიმუმამდე დაყავს. საქართველოში შიდსის მკურნალობის სერვისები ცენტრალიზებულია, კერძო მფლობელობაში არსებული კლინიკების მიერ. ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გაცემა მხოლოდ საქართველოში არსებულ 4 ინფექციურ საავადმყოფოს მიერ ხდება. რაც მნიშვნელოვანი ბარიერია მედიკამენტებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე. აივ დადებით თემს ეზღუდება არჩევანის შესაძლებლობა.

2020 წლის კამპანიის გლობალური გზავნილია: „არავინ დატოვო ჯანმრთელობის სერვისების მიღმა“

მსოფლიოში 38 მილიონი აივ ინფიცირებული ცხოვრობს, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე ემსახურება მნიშვნელოვან ინტერვენციას, გლობალური სოლიდარობას, სტიგმა დისკრიმინაციით გამპირობებული ბარიერების მსხვრევას და აძლევს იმედს მომავალ თაობას.
ასოციაცია “ბროწეული” COVID19 პანდემიისას „შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე“ს შიდსის პანდემიის მსხვერპლთა მოსაგონრად და აივ დადებით პირთა სოლიდარობისთვის 11-18 მაისს ვირუსული ონლაინ კამპანიით „სიჩუმე=სიკვდილს“ ეხმიანება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა – ტრამპთან მთავარი თემა ანტიბალისტიკური თავდაცვა იქნება
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics