|
2020-05-15 21:13:18, 2078 ნახვა
კომენტარი
ბოკერია პრეზიდენტის შეწყალების აქტზე - ეს არის სერიოზული ნაბიჯი ქვეყნის ნორმალიზაციისკენ
ეს არის სერიოზული ნაბიჯი ქვეყნის ნორმალიზაციისკენ, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია, პრეზიდენტი შეწყალების აქტს, რომლის თანახმადაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებენ. მისი თქმით, როგორც კი გიორგი რურუა იქნება განთავისუფლებული, შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ შეთანხმება შესრულდა. „ეს არის კარგი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის. ჩვენ ქვეყანას სჭირდება ნორმალიზაცია არჩევნების გზით. ეს ნაბიჯები არის სერიოზული ნაბიჯები სწორედ ამ ნორმალიზაციისკენ. არ ქრება განსხვავებები, არ ქრება პოლიტიკური კრიტიკა და დაპირისპირება, მაგრამ ეს არის ნორმალური ვითარებისგან გადადგმული ნაბიჯი. იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას მოყვება გადაწყვეტილება დარჩენილი პატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ. როგორც კი გიორგი რურუა იქნება განთავისუფლებული, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შესრულდა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)