12:12 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 17:04:29, 1480 ნახვა

საზოგადოება
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო სამუშაოები სრულდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარი ბროსეს ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„გასულ წელს აღნიშნული საგზაო მონაკვეთის ნაწილს რებილიტაცია ჩავუტარეთ, ნაწილი კი მძიმე მდგომარეობაში იყო დარჩენილი. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები - წყლისა და გაზის მილები. ახლა მიმდინარეობს მოასფალტების სამუშაოები, რომელიც ხვალ საღამოს დასრულდება, შემდეგ მოირეცხება და 18 მაისიდან გადაადგილება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გაზმომარაგების ქსელი, დაზიანებული ფილები და გვერდმიმღები ჭები გამოიცვალა. ამ ეტაპზე კი ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება. საერთო ჯამში, გზის საფარი დაახლოებით, 14 500 კვ.მ ფართობზე განახლდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯი არ ჯი“ ასრულებს. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 130 000 ლარი გამოიყო.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე იმყოფებოდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა – ტრამპთან მთავარი თემა ანტიბალისტიკური თავდაცვა იქნება
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics