|
2020-05-15 16:29:32, 1504 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეწყალების შესაძლებლობა და მანდატი აქვს, პრეზიდენტია
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მტკიცება, თითქოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ნაწილი იყო პატიმრობაში მყოფი კონკრეტული პირების გათავისუფება, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან არც მთავრობას და არც პარლამენტს ამის ბერკეტი არ გააჩნია. როგორც კალაძე აღნიშნავს, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეწყალების შესაძლებლობა და მანდატი აქვს, პრეზიდენტია. „საკონსტიტუციო ცვლილებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს და ცვლილებები შევიდეს საარჩევნო სისტემაში. ეს იყო შეთანხმებ 8 მარტის შეხვედრებზე, რომელიც ასახულ იქნა დოკუმენტში, თუნდაც მემორანდუმი დავარქვათ ამას და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას მის შესრულებაზე. მაგრამ ამას აქვს მეორე მხარე - ოპოზიცია ცრუობს, როდესაც ამბობს, თითქოს ამ შეთანხმების ნაწილი იყო ასევე იმ კონკრეტული კრიმინალების გამოშვება, რომელსაც გარკვეული დანაშაულებები აქვთ ჩადენილი. ეს სიმართლეს არ შეეფერება, იმიტომ რომ ვერც მთავრობას, ვერც პარლამენტს ვერანაირი შესაძლებლობა და ბერკეტი ვერ ექნებოდა იმისა, რომ ეს კონკრეტული ადამიანები გაათავისუფლოს ციხიდან. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამის შესაძლებლობა და მანდატი აქვს, პრეზიდენტია. სწორედ მან უნდა მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ცხადია, ოპოზიციას სურს არა სიტუაციის განმუხტვა, არამედ, პირიქით, დამუხტვა, რადგან კარგად ხვდებიან, რა რეიტინგი აქვთ და იციან, რომ არჩევნების გზით გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც მერმა აღნიშნა, მისთვის უცნობია, აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა სიტუაციის დაძაბვის შესაძლებლობა არავის უნდა მიეცეს. „ჩვენთვის მთავარია არჩევნების ჩატარება მაღალ დონეზე, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, პრობლემების გარეშე, საზოგადოებას წარუდგინოს თავისი ხედვები“, - აღნიშნა მან.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)