|
2020-05-14 17:47:03, 1756 ნახვა
საზოგადოება
2020 წლის 13 მაისის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 197 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
2020 წლის 13 მაისის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 197 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, შარშან შესაბამის პერიოდში 214 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2020 წლის 13 მაისის მონაცემებით, შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8299 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6196 მამაკაცია და 2103 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა, 1690 გარდაიცვალა. 30 აპრილის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5200 (4614 + 586 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 (38 + 8 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 37.3 % (3093) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.4 % (4019) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.9 % (991) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (41) - სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (46) - გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3074 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1147; შემდეგ იმერეთში 998; აჭარაში 949; აფხაზეთში (525); კახეთში (408) ქვემო ქართლში (473); შიდა ქართლში (304); გურიაში (175); სამცხე-ჯავახეთში (112) და ა.შ. 2020 წელს გარდაიცვალა 55 აივ ინფიცირებული. 2019წ - 116, 2018 წ. - 135, 2017 წ. - 127, 2016 წ. - 168, 2015 წ. - 94, 2014 წ. - 84 პირი. 2020 წელს 38 გარდაცვლილთაგან: 45 მამაკაცია და 10 ქალი. სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან. საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ-ტესტირება უფასოა.
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)