|
2015-08-20 12:00:15, 1484 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე დასწრებას გეგმავს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე გეგმავს დასწრებას. Интерфакс-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. "პრეზიდენტი გეგმავს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიას დაესწროს. წელს ამ ფორუმის შვიდ ათეულ წელს აღვნიშნავთ, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ შეიქმნა. სესიაზე მოსალოდნელია რეკორდული რაოდენობის სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების დასწრება", - განაცხადა სერგეი ლავროვმა. ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის რანგში უკანასკნელად აშშ-ში 2007 წელს იმყოფებოდა. 2012 წლის შემდეგ, პოსტის ხელახლა დაკავების შემდეგ იგი არცერთხელ არ ყოფილა შეერთებულ შტატებში. შტატებში რუსეთის პრეზიდენტის რანგში ბოლოს, 2011 წელს დიმიტრი მედვედევი იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)