14:33 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 19:55:03, 1576 ნახვა

საზოგადოება
გამყრელიძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება ქვეყანაში მობილობის ყველაზე დიდი მოცულობით გაფართოებაა, რაც ინფექციის რისკს ზრდის

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება გახლავთ მობილობის ყველაზე უფრო დიდი მოცულობით გაფართოება ქვეყანაში, რაც ინფექციის ზრდის მომატებული რისკია ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, რასაც მთავრობის ცალკე სხდომა მიეძღვნება.

„როგორც იცით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოდგენილია საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც გახლავთ უმაღლესი ორგანო ამ პროცესების კოორდინირებისა ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და იქ მუდმივად მიმდინარეობს ამ საკითხზე მსჯელობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება, გახლავთ მობილობის ყველაზე უფრო დიდი მოცულობით გაფართოება ქვეყანაში, რაც გარკვეული მომატებული რისკია ინფექციის ზრდისა. ამიტომ ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, ამას მიეძღვნება ცალკე მთავრობის სხდომა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics