|
2020-05-13 16:53:00, 1726 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე სამოქმედო გეგმაზე - ეს არის ძალიან მწარე წამალი
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მათი სტრატეგია არის „მწარე წამალი“. ჟურნალისტის კითხვას თუ რა არის ეს წამალი ვაშაძემ უპასუხა, რომ მწარე წამლის ინგრედიენტებს დღეს არ ამხელენ. „თუ საჭირო იქნება აქციები, რაღა ტქმა უნდა ვაპირებთ. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ საჯიჯგნად არ დავუთმობთ, წერთილი, წერტილებით უყვართ საუბარი სხვათა შორის. ეს არის ძალიან მწარე წამალი. ჩვენ ყოველთვის გეგმაზომიერად ჩვენი სტრატეგიით ვმოქმედებდით. ამასთან გეტყვით, რომ არასდროს ჩვენ სტრატეგიას, რომელიც კონკრეტული გამარჯვებით დასრულდა მარტში, ჩვენ წინასწარ არ ვამბობდით. ჩვენ ამ სტარტეგიულ ჭრილში გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები ესაა როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ მექანიზმები. ერთი რამ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, ყველა გადაწყვეტილება არის ჩვენს ხელში საქართველოში. საერთაშორისო პარტნიორები მხარს უწერენ ქართველი ხალხის ნებას. ამ ნებას ჩვენ ვაჩვენებთ და მა ნებას ექნება დიდი მხარდაჭერა. მწარე წამლის ინგრედიენტებს დღეს ნამდვილად ვერ გეტყვით ისევე როგორ ადრე არ ვამბობდით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)