02:12 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 12:16:08, 1311 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე მოითხოვს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია 8 მარტს შეთანხმებასთან დაკავშირებით

იუსტიციის უმღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე მოითხოვს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია 8 მარტს შეთანხმებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საბჭომ ახლა მაინც უნდა დააფიქსიროს პოზიცია მაშინ, როცა „ყველაზე მნიშვნელოვანმა პარტნიორებმა დაადასტურეს, რომ სასამართლო ამ ქვეყანაში პოლიტიზირებულია, წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა სასამართლოს დამოუკიდებლობის და დეპოლიტიზაციის“.

 „მე მოვითხოვ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსიროს, თუნდაც 2 თვის შემდეგ, პოზიცია, როგორც ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ამ შეთანხმებასთან მიმართებაში. მეორე, გამობრძანდეს და წარმოადგინოს ხედვა და რეფორმის გეგმა. მაშინ, როდესაც დადასტურდა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლებამ და მისმა ყველაზე მნიშვნელოვანმა პარტნიორებმა დაადასტურეს, რომ სასამართლო ამ ქვეყანაში პოლიტიზირებულია, წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა სასამართლოს დამოუკიდებლობის და დეპოლიტიზაციის. მათ შორის, ის გეგმა, რომელიც ამ შეთანხმებაში არის მოხსენებული“, - განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics