|
2020-05-12 12:44:22, 1392 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - ყველა ნეგატიურ შედეგზე, რომელსაც ხელისუფლების უშინაარსო განცხადება მოიტანს, პასუხიმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა ნეგატიურ შედეგზე, რომელსაც ხელისუფლების უშინაარსო განცხადება მოიტანს, პასუხიმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ თავიანთი განცხადებით დააზიანა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია. „დღევანდელ ბრიფინგს ორი თემა აქვს. ერთი ეხება უადგილო, უტაქტო, უშინაარსო და უდროო განცხადებას, რომელიც ხელისუფლებამ გააკეთა ორი დღის წინ, რომელიც 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების შედეგების რევიზიას ეხება. სრულიად გაუგებარია პოლიტიკური და პრაგმატული თვალსაზრისით ეს განცხადება რას ემსახურებოდა, მაგრამ ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენ მედიატორებს მოუწიათ ჩარევა ოპოზიციისა და ხელისუფლების დისკუსიაში. იმის ახსნა, თუ რა არის მედიატორების როლი ამ შეთანხმებაში, იმის ახსნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება, რადგანაც ეს ჩვენი შეთანხმების განუყოფელი შემადგენელი ნაწილი იყო. სამწუხაროდ, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწია იმისთვის კიდევ ერთხელ ხაზის გასმა, რომ პოლიტპატიმრები 21-ე საუკუნეში საქართველოში არსებობენ. იმისთვის ხაზის გასმა, რომ ყველა მხარემ, რომლებიც ამ შეთანხმების მონაწილე იყო, უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულება და იმის ხაზის გასმა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი მოკავშირეები სერიოზულ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ როგორ შესრულდება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება. რა შედეგი მიიღო ხელისუფლებამ? დაზიანდა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია, ყველამ გაიგო, რომ ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები. მინდა ხაზი გავუსვა, ყველა ნეგატიურ შედეგს, რომლებსაც ხელისუფლების უადგილო, უშინაარსო, უკულტურო და ყოვლად უტაქტო განცხადება მოიტანს, ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იკისრებს და ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ და ყველა მის ლიდერს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)