|
2020-05-10 20:00:04, 2535 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი - „დეილი მეილის“ ინფორმაციას საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, „დეილი მეილის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ. „ეს არის ჩვენი ოპონენტების მავნებლური სერიიდან, რომელთაც ძალიან სურთ, რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდეს, ქვეყანა სკანდალში გაეხვიოს და ამის აჟიტირებას ეწევიან. თუ „დეილი მეილით“ გავრცელებული ინფორმაცია რეალური იქნებოდა, საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები ინფორმირებულები იქნებოდნენ, რადგან ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები მჭიდროდ თანამშრომლობენ ბრიტანელ კოლეგებთან და ამის კარგი გამოცდილება გვაქვს, როცა რუსეთმა საქართველოზე კიბერთავდასხმა განახორციელა. ამ ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ. ჩვენს ოპონენტებს მორიგჯერ იმედები უნდა გავუცრუოთ, რომ საქართველო არანაირად არ ფიგურებს ამ ნეგატიურ მოვლენაში, თუმცა ეს არის მათი სურვილი“, – განაცხადა სესიაშვილმა. „Daily Mail” სკანდალურ გამოძიებას აქვეყნებს - ბრიტანული გამოცემის მტკიცებით საქართველოში კრემლის უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი მოქმედებს. სტატიის თანახმად, ჰაკერებმა დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიიდან, სადაც კოვიდ-19-ზე სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობდა, სამედიცინო კვლევების შესახებ ინფორმაციები მოიპარეს და ამ მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ 2 მილიონ ფუნტს ითხოვენ. მოპარულია ინფორმაციებს შორისაა პირადი სახის მონაცემებიც.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)