08:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-10 18:10:01, 15455 ნახვა

კულტურა
თბილისის მერიის მხარდაჭერით, სხვადასხვა სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობა დისტანციურად მიმდინარეობს

თბილისის მერიის მხარდაჭერით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, სხვადასხვა სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობა დისტანციურად მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს კიბერლიგას - ონლაინ ჩემპიონატს კიბერსპორტის 7 სახეობაში,„თბილისის თასი 2020“ ონლაინ და საქართველოს E ლიგა (FIFA 2020). ასევე, ონლაინ გადაცემებს, რომელიც მოიცავს კულინარიის ონლაინ კურსებს და ონლაინ სპორტულ აქტივობებს (იოგა სახლის პირობებში მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის; ფუნქციონალური ვარჯიში სახლის პირობებში;).

გადაცემებს ყოველდღე, 12:00 საათზე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფეისბუქ გვერდზე იხილავთ. პროექტის ფარგლებში, სულ 48 გადაცემა ჩატარდება.

•           ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, 12:00 საათი - იოგა სახლის პირობებში მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის;  

•           სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი, 12:00 საათი - ფუნქციონალური ვარჯიში სახლის პირობებში; 

•           შაბათი-კვირა, 12:30 საათი - კულინარიის ონლაინ კურსები.

სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობების გარდა, დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, ონლაინ აქტივობები კულტურის მიმართულებითაც ხორციელდება.

აღნიშნული პროექტები გაგრძელდება ივნისის ბოლომდე და მასში უშუალოდ ჩართული იქნება 5 000-მდე მონაწილე. აქტივობების მიზანია, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს შესრულებული იქნას სახელმწიფოს უმთავრესი რეკომენდაცია #დარჩი სახლში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics