18:15 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-10 15:16:09, 1794 ნახვა

რეგიონი
ონსა და ცაგერში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს დახმარება გადაეცათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ ონსა და ცაგერში, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადასცეს. 

დევნილთა სააგენტოს დირექტორი და მხარის რწმუნებული იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა დევნილ ოჯახებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ინფრასტრუქტურული საკითხების გადაწყვეტის მიზნით,  ამხანაგობების შექმნის რეკომენდაცია მისცა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სურსათისა  და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები, ჯამში, 29 დევნილ ოჯახს გადაეცა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics