|
2020-05-10 09:46:31, 4779 ნახვა
მსოფლიო
ობამამ პანდემიის წინააღმდეგ ტრამპის პოლიტიკას ქაოტური კატასტროფა უწოდა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ კორონავირუსის პანდემიაზე თეთრი სახლის ამჟამინდელი ლიდერის, დონალდ ტრამპის პასუხს „ქაოტური კატასტროფა“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. „როიტერის“ ცნობით, ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერში, ბარაკ ობამა თავისი ყოფილი ადმინისტრაციის წევრებს ესაუბრება. ამასთან, ობამა მხარდამჭერებსა და ყოფილ თანამშრომლებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატ ჯო ბაიდენს. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეს არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდს თუ პოლიტიკურ პარტიას არ ეხება. „ამ კრიზისზე საპასუხო რეაქცია საუკეთესო მთავრობის პირობებშიც კი, ცუდი იქნებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში, რეაქცია აბსოლუტური ქაოტური კატასტროფა აღმოჩნდა“, – აცხადებს ბარაკ ობამა. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეს მოხდა სწორედ იმ დამოკიდებულებების გამო, რომლებიც ამჟამინდელ ადმინისტრაციაში უკვე სისტემურ დონეზე არსებობს და რომლებიც ყველა სიტუაციაში მხოლოდ მოგების ნახვას ისახავს მიზნად.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)