|
2020-05-09 15:38:39, 1546 ნახვა
პოლიტიკა
გლდანში ბმა-ს ფარგლებში რამდენიმე მისამართზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ხუთ მისამართზე წითელ ხაზებში არსებული შიდა და გარე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება. მათ შორის, სამუშაოები მუხიანის IV ბ მიკრორაიონის N29 კორპუსში მიმდინარეობს, სადაც რვავე სადარბაზოში არსებულ დაახლოებით, 410 გრძივი მეტრი წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია უტარდება. მასზე გამგეობის ბიუჯეტიდან 94 122 ლარია გათვალისწინებული. ასევე, მუხიანის IV ბ მიკრორიაონის N29ა კორპუსის ორივე სადარბაზოს წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, რომლისთვისაც 31 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო. აღნიშნულ სამუშაოებს გამგეობა კვლავ 100%-ით აფინანსებს. დაფინანსების მიღების პარალელურად, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის (სახურავის, წყალარინების ქსელის, ლიფტის, სართულშუა ნაპრალების ამოვსება და შენობის გამაგრება) რეაბილიტაციის დროს ამხანაგობა ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% შეაგროვოს, ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო სარგებლობის ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. რაც შეეხება სარგებლობის დანარჩენი ინფრასტრუქტურის (კიბე, სადარბაზო, კარი) რეაბილიტაციას, ამ შემთხვევაში, ამხანაგობამ ანგარიშზე სამუშაოების ღირებულების 10% უნდა განათავსოს და აღნიშნული თანხა კვლავ საერთო ქონების მოწესრიგებას მოახმაროს.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)