|
2020-05-09 13:04:39, 1524 ნახვა
პოლიტიკა
კახიძე „ქართულ ოცნებას“ - ნუ აზიანებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, თქვენი ვიწრო პოლიტიკური ბოღმების გამო
ნუ აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ბოღმების გამო, - ასე მიმართავს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“. მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევას შეწყვეტს, ეს სასარგებლო იქნება უკრაინა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობისთვის. „თუკი „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს სამარცხვინო ისტერიკა, უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყდება, ეს იქნება მხოლოდ სასარგებლო ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობებისთვის და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინა და საქართველო განიხილებიან, როგორც ერთი მთლიანობა რეგიონში ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ეს მიიღონ მხედველობაში. ნუ აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ბოღმების გამო“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)