01:14 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-08 17:40:28, 1225 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ვერავინ მიგვითითებს სად უნდა დავნიშნოთ ის

სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მსოფლიოს ვერცერთი მთავრობა ვერ მიგვითითებს, სად უნდა დავნიშნოთ ის და სად არა - ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ უკრაინულ მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, მაშინ როდესაც საქართველოს ჯერ კიდევ არ ჰყავდა გამოწვეული ელჩი კიევიდან.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მეგობრულ ურთიერთობას გააგრძელებს საქართველოსთან, თუ ქართველ პარტნიორებსაც იგივე ინტერესი ექნებათ.

 „მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, იგი სახელმწიფო სამსახურს ადრეც ეწეოდა, ამიტომ ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ისევ მეგობრულად დარჩეს. რაღათქმაუნდა თუ ჩვენი ქართველი პარტნიორებისგანაც იდენტური ინტერესი წამოვა“, - განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, კიევი ეცდება შეინარჩუნოს სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსთან მაშინაც კი, თუ ის უკრაინის მისამართით მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს.

 „ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვესაუბრეთ. ეს იყო ძალიან მშვიდი, ზომიერი საუბარი. მან ამიხსნა თავისი მთავრობის პოზიცია, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან მარტივი თეზისებიდან გამოვდივართ. პირველი: საქართველო-უკრაინის ურთიერთობები იმდენად განსაკუთრებულია, რომ მას ერთი ადამიანის ბედის მძევლად ვერ ვაქცევთ და მეორე, ჩვენ გვესმის საქართველოში არსებული პოლიტიკური კონტექსტი და არ ვერევით მასში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მსოფლიოს ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიგვითითებს, სად დავნიშნოთ ან არ დავნიშნოთ ჩვენი მოქალაქე“, - განაცხადა კულებამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დღეს 7 მაისს უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე დაამტკიცეს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics