|
2020-05-08 15:11:21, 1512 ნახვა
კომენტარი
კალაძე სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნაზე - ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს
„ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე, სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნას. მისი თქმით, ეს თანამდებობაც, რომელსაც კალაძე მოგონილ თანამდებობას უწოდებს, გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს მმართველ გუნდში. „პირველ რიგში რადას დეპუტატებს მინდა მადლობა გადავუხადო იმ გონიერებისათვის და სწორი გადაწყვეტილებისათვის, რომ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა ვიცე-პრემიერად გამწესებასთან დაკავშირებით. თუმცა ეს თანამდებობაც, მოგონილი თანამდებობა, რომლიც იქნება შეთავაზებული, გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში. უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიონი ქვეყანა და გადაწვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი გამოიძახა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)