10:59 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-08 13:27:08, 17156 ნახვა

High - Tech
განახლებული Surface Book 2020 სულ მალე გამოვა

კომპანია Microsoft - მა გუშინწინ რამდენიმე მოწყობილობა ერთდროულად წარადგინა-ერთ-ერთი და ჩვენი აზრით ყველაზე საინტერესო , კომპანიის ჰიტი , ტრანსფორმეტი ლეპტოპი-პლანშეტი Surface Book გახლავთ. 
პირველი Surface Book მსოფლიომ 3 წლის წინ იხილა და მაშინ ის ნამდვილ აღმოჩენად ჩათვალეს, მაგრამ "მაიკროსოფტის" გაყიდვების პოლიტიკის გამო ბევრმა ქვეყანა, მათ შორის საქართველომაც მოწყობილობა ოფიციალურად ვერ მიიღო, ხოლო საცალო გაყიდვები იმდენად გადაფასებული საფასარით გამოირჩეოდა, რომ ქართველმა მომხმარებელმა ეს სიახლეც, როგორც ბევრი სხვა საინტერესო რამ "მაიკროსოფტისგან" გამოტოვა.
Surface Book 3 2020 პირველად ისტორიაში 2 დიაგონალში შეიქმნა-მცირე ზომის 13,5 და 15 ინჩი. ტრანსფორმერის გარეგნობა არ შეცვლილა, ის როგორც ადრე ძალიან მინიმალისტური და შთამბეჭდავად მსუბუქი გახლავთ. 


13 დიუიმიანი ეკრანის მქონე მოწყობილობას Intel Core i5-1035G7 ან Core i7-1065G7 პროცესორი შეიძლება ჰქონდეს, ხოლო 15 ინჩიანს მხოლოდ Core i7.
ორივე მოდელის მაქსიმალური ოპერატიული მეხსიერების რაოდენობა 32 გეგაბაიტს შეადგენს. აგრეთვე ცვლილება მოხდა SSD-შიც, ის ბევრად უფრო სწრაფი გახდა და მისი ტევადობა 13 ინჩიან მოდელში 1ტბ, ხოლო 15-იანში 2ტბ გახლავთ. 
Microsoft აცხადებს, რომ ახალი კომპიუტერები ერთი დამუხტვით 17 საათს ვიდეოს, ან 15 საათს დოკუმენტებთან მუშაობას შეძლებენ. 
Surface Book 3 13.5-ს მინიმალური კონფიგურაცია $1600 (8/256 გბ), ხოლო 15-იანი $2300 (16/256 გბ) ეღირება.









ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ოკუპირებული სევასტოპოლი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
უკრაინამ ბაშკორტოსტანში მდებარე „გაზპრომის“ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ შეუტია
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics