|
2020-05-07 19:18:14, 1771 ნახვა
კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე რუსეთის შეთავაზებაზე - რუსეთთან ჩვენ სალაპარაკო ჯერჯერობით არაფერი გვაქვს
„რუსეთთან ჩვენ სალაპარაკო ჯერჯერობით არაფერი არ გვაქვს“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გრიგოლ ვაშაძე რუსეთის შეთავაზებას, რომ აღადგინონ საპარლამენტო დიალოგი. მისი თქმით, დიალოგი შეუძლებელია მანამდე, სანამ არ შეწყდება საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია და საქართველოდან საოკუპაციო ჯარები არ იქნება გაყვანილი. „რუსეთს პერიოდულად უჩნდება ეს იდეები, რომ რამენაირად ეცადოს საქართველო დაიბრუნოს, ამიტომ ხან სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნას გვთავაზობენ, ხან საპარლამენტო ურთიერთობების აღდგენას, არ მოხდება ეს მანამდე, სანამ არ შეწყდება საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია და საქართველოდან საოკუპაციო ჯარები არ იქნება გაყვანილი. რუსეთთან ჩვენ სალაპარაკო ჯერჯერობით არაფერი არ გვაქვს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი უკრაინასა და საქართველოსთან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)