|
2020-05-07 15:38:19, 2083 ნახვა
კომენტარი
რიჟვაძე - ხვალიდან მოგვეცემა საშუალება, რომ შევამსუბუქოთ და მოვხსნათ შეზღუდვები ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში
„უკვე ხვალიდან მოგვეცემა საშუალება, რომ შევამსუბუქოთ და მოვხსნათ შეზღუდვები ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზია ის, რომ აჭარაში მეშვიდე დღეა კოვიდ19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. „ბოლო ერთი კვირაა ჩვენ უკვე აღარ გვიფიქსირდება არც ერთი ინფიცირების შემთხვევა და ყოველდღიურად დაახლოებით 300 ტესტზე მეტი კეთდება. ჩვენ უკვე ხვალიდან მოგვეცემა საშუალება, რომ შევამსუბუქოთ და მოვხსნათ შეზღუდვები ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში. რაც შეეხება სასტუმროებს, გარდა იმ ხელშეწყობის ღონისძიებებისა, დაწესებული იქნება, რომ მაქსიმალურად დაიცვან მათ ჯანდაცვის რეკომენდაციები და უსაფრთოხების ზომები. ამ კუთხით, სახელმწიფო უწყებებთან ერთად კერძო სექტორი მაქსიმალურად იქნება ჩართული. მნიშვნელოვანია ამ სტანდარტების გათვალისწინება როგორც შიდაკონკურენციის ნაწილში, იგივე სასტუმროებში, ასევე გლობალური კონკურენციის ნაწილში, რათა მაქსიმალურად დაინერგოს უსაფრთხოების სტანდარტები“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)