|
2020-05-07 14:58:07, 1411 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მთავრობა სარესტორნე ბიზნესს, ახალი სესხების მოზიდვის დროს, 90%-ის თანაუზრუნველყოფაში გვერდში დაუდგება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა სარესტორნე ბიზნესს, ახალი სესხების მოზიდვის დროს, 90%-ის თანაუზრუნველყოფას თავის თავზე აიღებს. თურნავას თქმით, სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაუდგება ამ ობიექტებს გვერდში საბანკო, არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს. „სარესტორნე ბიზნესი, ტურისტული ბიზნესის საკმაოდ დიდი სეგმენტი, ალბათ, ყველაზე სწრაფად აღდგება, რადგან ჩვენი კულინარული ტრადიცია ძალიან ძლიერია და შიდა ტურიზმიც გარკვეული მოცულობით დატვირთავს ამ ობიექტებს და შემდგომ უკვე საერთაშორისო ტურიზმი. გარდა საერთო შეღავათებისა, რაც შეეხება ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას და საშემოსავლო გადასახადის გადავადებას წლის ბოლომდე, ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ დამატებით დახმარებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ეს ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო საგარანტიო სქემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაუდგება ამ ობიექტებს გვერდში საბანკო, არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს. ხოლო ახალი სესხების მოზიდვის დროს 90%-ს თანაუზრუნველყოფას ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე. ეს იძლევა საშუალებას იმისას, რომ საბრუნავი საშუალებები მოიზიდონ, გაისტუმრონ ძველი ვალდებულებები, ხელფასები და მოემზადონ ახალი ვალდებულებებისთვის ახალი, უსაფრთხო წესებით“, - განაცხადა თურნავამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)