|
2020-05-07 13:24:45, 1420 ნახვა
კომენტარი
რესპუბლიკურ საავადმყოფოს 3 ინფიცირებული დაემატა, 14 პაციენტის ტესტების პასუხს კი საღამოსთვის ელოდებიან
გუშინ დაგვემატა სამი პაციენტი , კლასტერს ვერ დაგიზუსტებთ თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია, ამ დროისთვის კი 14 პაციენტის ტესტის პასუხს ველოდებით - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენელმა, თეა თავართქილაძემ. მან ჟურნალისტებს, მეორეჯერ დაინფიცირების შემთხვევაზე განუცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო გაწერილი პაციენტების მონიტორინგს აწარმოებს და მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. „გუშინ დაგვემატა სამი პაციენტი , კლასტერს ვერ დაგიზუსტებთ თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთი ადამიანის ორჯერ დაინფიცირების შემთხვევებს, ჩვენი კლინიკიდან გაწერილი პაციენტების მონიტორინგს ვახორციელებთ და მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. იმის საშიშროება, რომ ქვეყნები ისევ კარანტინის რეჟიმს დაუბრუნდნენ ამის საშშროება, რა თქმა უნდა კვლავ არის, ამიტომ აუცილებლად უდნა გამოვიჩინოთ სიფრთხილე. ჩვენი მთავრობა, ეპიდემიოლოგები, კლინიცისტები და მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და მოსახლეობასაც მოვუწოდებთ, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ. რაც შეეხება, პლაზმოფერეზით მკურანლობას, ეს ნაცადი მეთოდია მსოფლიოსთვის და საქართველოშიც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროში, ვნახოთ რა შედეგებს დადებს კორონავირუსთან ბრძოლაში. ამ დროისთვის 14 პაციენტის ტესტის პასუხს ველოდებით“, - განაცხადა თეა თავართქილაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)