|
2020-05-06 11:24:50, 1428 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - სხვებს თუ ლეიბზე წამოწოლილს გვაჩვენებდნენ დიდ ტაძრებში, პატრიარქი ქრისტეს ლაშქარს მიუძღვებოდა
სირცხვილია, რომ იძახიან ხოლმე 70 წლის ადამიანი გარეთ არ გავიდეს. ვინ გადაუწყვიტა იმ ადამიანს, რატომ არ უნდა გავიდეს, სახლში უნდა დავხოცოთ ადამიანები? - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, ბოდბის მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წინასადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, 87 წლის ადამიანი, სულით და ხორცით ქრისტიანი, ქართველი, ჩვენი მამამთავარი, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი უფალმა მთავარსარდლად გამოარჩია. „იმას რომ იძახიან, რომ 70 წლის ადამიანი გარეთ არ გამოვიდეს. ვინ გადაუწყვიტა ამ ადამიანს? რატომ არ უნდა გავიდეს, სახლში უნდა დავხოცოთ ის ადამიანები? სიფრთხილე აუცილებელია, მაგრამ ღმერთმა როგორ გვაშორა ყველაფერი. 87 წლის ადამიანი, სულით და ხორცით ქრისტიანი, ქართველი, ჩვენი მამამთავარი, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი უფალმა მთავარსარდლად გამოარჩია. სხვებს თუ, მაპატიეთ და, ლეიბზე წამოწოლილებს გვაჩვენებდნენ დიდ ტაძრებში, ხალხის გარეშე, პატრიარქი ხალხთან ერთად იყო და მიუძღვებოდა ქრისტეს ლაშქარს - თქვენ ხართ ქრისტეს ლაშქარი“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)