|
2020-05-06 10:59:21, 1811 ნახვა
სამართალი
ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებული გ.ი. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალურმა პროკურატურამ განუცხადა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 ივნისს, გარდაბნის რაიონის, სოფელ ქვედა კაპანახჩში გ.ი. ცოლ-ქმრის, ი.მ.-ს და შ.მ.-ს თანხის დაუფლების მიზნით, მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში მივიდა, რა დროსაც გარეთ გამოსულ ი.მ.-ს თავის არეში ლითონის მილი, ხოლო შ.მ.-ს ჯოხი რამდენჯერმე ჩაარტყა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ცოლ-ქმარი ადგილზე გარდაიცვალნენ. აღნიშნულის შემდეგ გ.ი. მათ საცხოვრებელ სახლში შევიდა, 1050 ლარს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა გ.ი. 2020 წლის 5 თებერვალს გარდაბნის რაიონის სოფელ კაპანახჩში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ'' და მე-3 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ორი პირის, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' და მე-3 ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ გ.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)