|
2020-05-05 16:17:57, 1578 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მინისტრების დონეზე უნდა ჩატარდეს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას განიხილეს პანდემიით შექმნილი რთული ვითარება და ნატოს გენერალურ მდივანმა უმაღლესი შეფასება მისცა ვირუსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძლიერ ძალისხმევას და მას ეფექტიანი უწოდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ძლიერდება საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან და ნატოსთან. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატოს პარტნიორი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ ერთობლივი მუშაობა. მისი თქმით, ვირუსით გამოწვეული კრიზისი უსაფრთხოების კრიზისი არ უნდა გახდეს. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის გამო, ევროპაში ნატოს მასშტაბური წვრთნების ნაწილის გადადების მიუხედავად, იგი მომავალ წელს ჩატარდება და მას, როგორც დაგეგმილი იყო, საქართველოც უმასპინძლებს, რაც მჭიდრო პარტნიორობისა და თანამშრომლობის მაჩვენებელია. ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ნატოსთან ორი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობს - შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ ნატოსა და ევროკავშირისათვისაც და კიბერუსაფრთხოება. სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის მხარეებმა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გაუზიარონ ერთმანეთს და კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, უფრო მეტი გეგმები უნდა განახორციელონ. ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ავღანეთში ნატო - საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა, უმაღლესი შეფასება მისცა ამ თანამშრომლობას და მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობას კი, შთამბეჭდავი და მტკიცე უწოდა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)