|
2020-05-05 15:12:12, 1518 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივება იქნება სრული კატასტროფა, შეზღუდვები ჯერ კიდევ გუშინწინ იყო გასაუქმებელი
„საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება იქნება სრული კატასტროფა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია ეკონომიკის სწრაფი გახსნა. შესაძლოა, საგანგებო რეჟიმის მხოლოდ გარკვეული კომპონენტების, მაგალითად უცხოეთიდან შემოსული მოქალაქეების თვითიზოლაციაში ყოფნის შენარჩუნება იყოს რაციონალური, დანარჩენი შეზღუდვები, მათ შორის კომენდანტის საათი, 22 მაისამდე უნდა გაუქმდეს. „დღევანდელ რეჟიმშიც კი ძალიან სწრაფად უნდა გადაიდგას ეკონომიკის გახსნის და აბსურდული რეგულაციების მოხსნის ნაბიჯები. ამისი დისკრეცია აქვს მთავრობას, გახარიას, ანუ ივანიშვილის გარემოცვას, ივანიშვილის გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა. რაც შეეხება კომენდანტის საათს, დროში შეზღუდვა და მანქანებზე შეზღუდვა, პირიქით, მეტ ფიზიკურ კონტაქტს იწვევს ადამიანებს შორის“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, გასაუქმებელია კომენდანტის საათიც, რადგან დროში შეზღუდვა მეტ კონტაქტს იწვევს ადამიანებს შორის. „რაღაც საღი აზრი ხო უნდა იყოს?! 9 საათამდე ვერ შეიკრიბება ხალხი საქეიფოდ თუ უნდა!? იქამდე ვერ გამონახავენ დროს?! ყველგან დადიან უფრო შევიწროებული დროის განმავლობაში და ეს პირიქით, ცუდ როლს თამაშობს“, - განაცხადა ბოკერიამ. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მთავრობა რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის შიგნით და გარეთ იყენებს ივანიშვილის პიროვნების კულტის შესაქმნელად და თვითშექებისთვის, კომიკური და სამარცხვინო ფორმით.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)