|
2020-05-05 15:10:57, 1399 ნახვა
კომენტარი
გაბუნია - ჩვენ ვართ გარდატეხის პერიოდში, როდესაც უნდა შევინარჩუნოთ ის რაც ამდენი ძალისხმევის შედეგად მივიღეთ
თქვენი ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღეს ქვეყანამ მოახერხა ეპიდემიის შეკავება და საკმაოდ დიდი წარმატებით. ახლა ჩვენ ვართ გარდატეხის პერიოდში, როცა უნდა შევინარჩუნოთ ის, რაც ამდენი ძალისხმევის შედეგად მივიღეთ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა. მანა ასევე მიმართა მედ პერსონალს, რომ თავს გაუფრთხილდნენ, რადგან თითოეული დაინფიცირებული ექიმი რადგან მათზე დგას ჯანდაცვის სისტემა. "თქვენი ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღეს ქვეყანამ მოახერხა ეპიდემიის შეკავება და საკმაოდ დიდი წარმატებით. ახლა ჩვენ ვართ გარდატეხის პერიოდში, როცა უნდა შევინარჩუნოთ ის, რაც ამდენი ძალისხმევის შედეგად მივიღეთ. ამ შემთხვევაში თითოეული თანამშრომელი, რომელიც სასწრაფო დახმარების სერვისში მუშაობს, არის პირველი ფრონტის წინა ხაზზე და პირველი შეტევა მოდის ამ თანამშრომლებზე. პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ დაცული, იმისთვის რომ მოახერხოთ ჩვენი დაცვა ამ შემოტევისგან. ამრიგად ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები. ის რომ პირადი დაცვის საშუალებები გვაქვს, ვიცით როგორ უნდა გამოვიყენოთ, ვიყენებთ და მაინც არის დაინფიცირების შემთხვევები, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა. თავს უნდა გაუფრთხილდეთ, იმიტომ რომ თქვენზე დგას ეს სისტემა და თითოეული დაინფიცირებული ექიმი არის ჩვენთვის საგანგაშო ნიშანი, იმენდად რამდენადაც ეს ნიშნავს დაცვის ხარისხს და ჩვენს პოტენციალს ეფექტური პასუხისთვის," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)