|
2020-05-05 15:02:45, 1351 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე მედ პერსონალს - თქვენ ხართ გმირები და თქვენი დახმარებით ჩვენ შევძელით და ვზეიმობთ ამ წარმატებას
არავინ იცოდა თუ რა საფრთხის შემცველი იყო კოვიდ ინფექცია მთელი მსოფლიოსთვის და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თითოეული ქვეყნის სადარაჯოზე მდგარიყვნენ ისეთი გმირები რომლებიც დღეს თქვენ ხართ ჩვენთვის და თქვენი დახმარებით ჩვენ შევძელით და ვზეიმობთ ამ წარმატებას - ამის შესახებ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, კატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, მედ პერსონალი სწორედ ის ხალხია ვინც არ შეუშინდა არცერთ გამოწვევას. „გამორიცხულია ვერ დავინახოთ, არ დავაფასოთ და თითოეულმა ჩვენგანმა სამადლობელი სიტყვები არ გითხრათ თქვენი დამსახურებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს არ არის დარბაზში და ვერ გვერთვება ეკრანიდან დისტანციურად - ყველა ექიმს, ყველა მენეჯერს, ყველა ექთანს და ყველა მძღოლს, რომელიც პირველივე დღიდან ჩაერთო კოვიდ ინფექციასთან ბრძოლაში. თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც არ შეუშინდა არცერთ გამოწვევას, მიუხედავად იმისა, რომ იანვარში ისევე როგორც საქართველომ, მსოფლიომაც არ იცოდა, რა საფრთხის შემცველი იყო კოვიდ ინფექცია და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თითეული ქვეყნის სადარაჯოზე მდგარიყვნენ ისეთი გმირები, რომლებიც დღესდღეობით თქვენ ხართ ჩვენთვის. თქვენი დახმარებით ჩვენ შევძელით და ვზეიმობთ ამ წარმატებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)