|
2020-05-04 14:55:52, 1416 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი და FAO საქართველოს სანერგე მეურნეობების სექტორს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში ეხმარებიან
საქართველოში არსებული კერძო სანერგე მეურნეობების ოცზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა FAO-ს მიერ ორგანიზებულ სამდღიან ვებინარში, ევროკავშირის ინოვაციური პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას გულისხმობს. ონლაინ ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული ნერგების წარმოების სტანდარტები შეისწავლეს და საქართველოში სანერგე მასალების სერტიფიცირების ეროვნული სისტემის შექმნაზე იმსჯელეს. ტრენინგის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა კრიტერიუმებზე, რომელთა მიხედვით, ქართული სანერგე წარმოება საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკებს უნდა დაუახლოვდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ხარისხის ახალი სტანდარტები სავალდებულო გახდება საქართველოს სანერგე მეურნეობებისთვის 2024 წლიდან. ახალი მოთხოვნები ასევე დაარეგულირებენ იმპორტ-ექსპორტს და სექტორში საკანომდებლო სტაბილურობას შექმნიან, განსაკუთრებით, ცუდი ხარისხის ნერგების იმპორტის თავიდან ასაცილებლად. ასევე, ახალი რეგულაციები გზას გაუხსნიან ქართულ სანერგე მეურნეობებს პროდუქციის ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ბაზარზე გასატანად. ვებინარის ფარგლებში, სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებმა „ნერგებისა და სათესლე მასალების ასოციაციის“ შექმნაზე, ასევე, თანამშრომლობისა და კლასტერული მუშაობის გაძლიერებაზე იმსჯელეს. შეხვედრის გახსნისას, FAO-ს პროექტის მენეჯერმა, ნუნუ მოსიაშვილმა განაცხადა: „საქართველოს ფერმერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხილისა და ყურძნის ადგილობრივად წარმოებული, სერტიფიცირებული ნერგების შეძენა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლებათ ფერმერებს, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ მიერ შეძენილი და გამოყენებული სანერგე მასალები მართლაც მაღალი ხარისხისაა. FAO და ევროკავშირი ადგილობრივი სანერგე მეურნეობების მხარდაჭერას აგრძელებენ, რათა მათ პროდუქციის ხარისხი გააუმჯობესონ და საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილონ“. ეს ვებინარი პირველია დაგეგმილი სერიიდან, რომელიც მიზნად ისახავს სანერგე მეურნეობების წარმომადგენლების დატრენინგებას სანერგე და სასათბურე მეურნეობების მართვის მიმართულებით, მავნებლების მონიტორინგისა და გავრცელების კონტროლის კუთხით, ნერგების ჯიშობრივი სიწმინდის შენარჩუნებისა და იდენტიფიკაციის, ასევე, სანერგე მეურნეობებთან დაკავშირებული დოკუმენტაციებისა და ჩანაწერების წარმოების მიმართულებით. ვებინარები ორგანიზებულია FAO-ს მიერ, „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ ფარგლებში. პროექტს FAO და გაეროს სხვა სააგენტოები, კერძო სექტორთან და ბიზნეს ასოციაციებთან ერთად, ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებენ. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 6 მილიონ დოლარს აღწევს. პროექტი საქართველოს ბიზნესის უფრო ფართო ხელშეწყობის EU4Business ნაწილია, რომლის ფარგლებში ევროკავშირი ხელს უწყობს ქართულ მეწარმეობას, საკანონმდებლო ველის გაუმჯობესებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცებას.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)