03:32 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-03 14:27:06, 1506 ნახვა

კომენტარი
პატრიარქი - ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროში, როცა ეკლესიას, ხალხს უჭირს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას

„ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროში, როცა ეკლესიას უჭირს, როცა ხალხს უჭირს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროში, როცა ეკლესიას უჭირს, როცა ხალხს უჭირს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას. ეკლესია აღაშენა მაცხოვარმა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას", - განაცხადა ილია მოერემ.

პატრიარქმა მრევლს მენელსაცხებლე დედების ხსენების დღე მიულოცა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დღეს არის მენელსაცხებლე დედების ხსენება. დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ ის, რა გააკეთეს მენელთსაცხებელმა დედებმა, რამდენი გაბედული ნაბიჯი გადადგეს.

იმ დროს, როცა მოციქულებმა დატოვეს ჯვარცმული მაცხოვარი, მენელსაცხებელი დედები ჯვართან იდგნენ და იქ იზიარებდნენ ტკივილს მაცხოვრისას. მენელსაცხებელმა დედებმა თავისი მხრებით იტვირთეს სიმძიმე ეკლესიისა, ისინი ქადაგებდნენ მთელ მსოფლიოში და ჩვენ ვმადლობთ და თაყვანსა ვცემთ მათ ღვაწლსა", - განაცხადა პატრიარქმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics