|
2020-05-02 11:27:31, 1704 ნახვა
საზოგადოება
300-მდე მოსწავლეს გარემოსდაცვით და აგრარულ თემებზე ვებინარები ჩაუტარათ
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან გამართა ვებინარები გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით თემებზე: ნარჩენების მართვა, ბიომრავალფეროვნება, ნიადაგის დეგრადაცია, კლიმატის ცვლილება, ატმოსფერული ჰაერის დაცვა, ღვინის და საკვების შეხამება. დისტანციურ ლექციებს ცენტრის თანამშრომლებთნ ერთად უძღვებოდნენ სხვადასხვა დარგის მოწვეული ექსპერტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. ჯამში გასული კვირის განმავლობაში ვებინარებში მონაწილეობა მიიღო 287-მა მოსწავლემ. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობისა და ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით აქტიურად მუშაობს არაფორმალური განათლების მიმართულებით. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო, ცენტრი, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებები, გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე და ნებისმიერ მოსწავლეს სთავაზობს სხვადასხვა ვებინარს. დისტანციური სწავლების განმავლობაში, ნებისმიერ დაინტერსებულ პირს, მათ შორის მოსწავლეს, მასწავლებელს თუ მშობელს, შეუძლია შეავსოს მითითებული სარეგისტრაციო ფორმა - http://tiny.cc/hiqxmz, აირჩიოს მისთვის საინტერესო თემა და გარემოსდაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმოს ვებინარი მოსწავლეების ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისათვის.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)