|
2020-04-30 20:24:24, 1567 ნახვა
კომენტარი
გაბუნია - იმ დაწესებულებაში მომუშავე მედპერსონალს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამით აღარ ისარგებლებენ, უმუშევრად დარჩენის საფრთხე არ ემუქრება
„ჩვენ გვაქვს დღეს განსაკუთრებით მწვავე საჭიროება ოჯახის ექიმებისა და ექთნების, ამდენად უმუშევრობის რისკი არის პრაქტიკულად არარსებული“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაბუნიამ აღნიშნა, რომ იმ 56 სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე სამედიცინო პერსონალს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამით აღარ ისარგებლებენ, უმუშევრად დარჩენის საფრთხე არ ემუქრება. „დღეს ამაზეც იყო რა თქმა უნდა საუბარი. პირველადი ჯანდაცვის საბჭოზე და მისმა წევრებმა დააყენეს საკითხი იმაზე კი არა, რომ ექიმები უმუშევრები დარჩნენ, არამედ იმაზე თუ თავად რამდენჯერმე ჰქონდათ წლის განმავლობაში ვაკანტური ადგილები გამოცხადებული და ვერ ახერხებდნენ დამატებითი ექიმებისა და ექთნების მოზიდვას. ანუ ჩვენს სისტემაში დღეს უფრო მწვავე პრობლემა გახლავთ ოჯახის ექიმებისა და ექთნების დეფიციტი, ვიდრე ექიმებისა და ექთნების სიჭარბე. ის 56 დაწესებულება, რომელიც აღარ გააგრძელებენ პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას არიან სპეციალიზებული ტიპის დაწესებულებები. ისინი გააგრძელებენ სხვა პროგრამის ან კერძო დაფინანსების ფარგლებში სერვისების მიწოდებას. იქ დასაქმებული ოჯახის ექიმების დიდი ნაწილისთვის ეს იყო მეორადი სამსახური. ჩვენ გვაქვს დღეს განსაკუთრებით მწვავე საჭიროება ოჯახის ექიმებისა და ექთნების, ამდენად უმუშევრობის რისკი არის პრაქტიკულად არარსებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)