|
2020-04-30 15:34:27, 1447 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის უმაღლესი საბჭო, მთავრობის მიერ წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტს განიხილავს
აჭარის უმაღლესი საბჭო, მთავრობის მიერ წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტს განიხილავს. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მმართველი გუნდის წარმომადგენლები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. როგორც ცნობილი გახდა, სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებამ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა, რომ 20 მილიონი ლარი კოვიდ19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საკმარისი არაა. „ბიუჯეტს საგანგებო არ შეიძლება ეწოდოს იქიდან გამომდინარე, რომ 20 მილიონი ლარი საგანგებო ბიუჯეტი სასაცილოა. თავისუფლად შეიძლება გამოთავისუფლდეს ნახევარი მილიონი ლარი და რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია მათი გაღიზიანება. არ უნდათ მათ კომფორტის მოშლა“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა. რაც შეეხება მმართველ გუნდს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადება დემაგოგიაა და მეტი არაფერი. „გუშინ ამ ყველაფერს ჩვენ დემაგოგია ვუწოდეთ. ეს დემაგოგიაა და მეტი არაფერი. არც ერთი საქმიანი შენიშვნა, დაახლოებით ერთი საათია ვმუშაობთ, არ მოგვისმენია“, - განაცხადა დავით გაბაიძემ. ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სხდომა კლავ მიმდინარეობს. სხდომაზე საგანგებო ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ. სხდომას 21 დეპუტატიდან 19 ესწრება. როგორც ცნობილია, ბიუჯეტის დასამტკიცებლად 11 ხმაა საჭირო.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)