21:02 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 12:59:16, 1946 ნახვა

რეგიონი
კახეთი „მწვანე ზონის“ სტატუსს ინარჩუნებს, ამ დროისთვის კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

კახეთის რეგიონსში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია, ამ დროისთვის არცერთი კოვიდ-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება - ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა „კახეთის ხმის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნშნა, რომ გაფართოებული მიზნობირივი ტესტირებების ფარგლებში მედ ცხელების ცენტრის და სასწრაფოს მედპერსონალს უტარდება ტესტირებები.

„კახეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარება სტაბილურია, ამ დროისთვის არცერთი კოვიდ-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. ყოველდღიურ რეჟიმშ ხდება ნიმუშების აღება, როგორც ცხელების ცენტრიდან ასევე კარანტინის სინრცეებიდან და იგზავნება კვლევაზე ლუგარის ცენტრში.

 რაც შეეხება გაფართოებულ ტესტირებებს, მოგეხსენებათ საქართველოში მიზნობრივი გაფართოებული ტესტირებები, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფებს ეხება, პირველ რიგში სამაედიცინო პერსონალს. კახეთში უკვე დაწყებულია სასწრაფო დახმარების განყოფილების და ეგრეთწოდებული ცხელების ცენტრის მედპერსონალის ტესტირება. ასეთი სულ 620 ადამიანია და მიმდინარე კვირაში მათი ტესტირება დამთავრდება. ამის შემდეგ დაიწყება უკვე დანარჩენი მედპერსონალის და სხვა მაღალი რისკის ქვეში მყოფ ჯგუფების ტესტირება“, - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics