21:03 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 12:39:43, 1861 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ქედის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

წელს, პირველად ადგილობრივ ფერმერებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, უფასოთ შეუძლიათ დაამუშავონ ტექნიკით სახნავ-სათესი ფართობები.

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავების პროცესს, სოფელ გოგიაშვილებში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, ქედის მერთან ლევან გორგილაძესთან ერთად გაეცნო.

,,მუნიციპალიტეტებში საგაზაფხულო სამუშაოები შეიძლება ითქვას, შეუფერხებლად მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ადგილობრივ ფერმერებს დროულად მოახდინონ სავარგულების დამუშავება და ბაღჩეული კულტურების მოყვანა, რომლითაც მარაგდება როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე რეგიონის ბაზარი. ვფიქრობთ, ხვავრიელი შემოდგომა გვექნება" - აღნიშნა ლევან გორგილაძემ.

სამინისტროს ხელშეწყობთ, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სულ დამუშავებული იქნება 2500 - ჰა ფართობი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics